რუსეთის საგარეო უწყების მიერ დაფუძნებული ფონდი რუსული სამყარო 2023 წლის რუსეთისადმი მეგობრული და არამეგობრული ქვეყნების სიას აქვეყნებს.
რუსული ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო "შედარებით მეგობრულ" ქვეყნადაა დასახელებული.
კვლევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ასევე მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სახმრეთ ოსეთს ეხება. კვლევის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც "შედარებით მეგობრულად" მიიჩნიეს.
მეგობრული ქვეყნების სიის სათავეშია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი. მეორე ადგილზეა ბელარუსი, მესამეზე კი ოკუპირებული აფხაზეთი. სიაში ასევე არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
არამეგობრული ქვეყნების სიაში შედიან უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და მოლდოვა.